2015 წლის 4 აპრილი მე - 9 დღე
შევქმენით ფასილიტაციის ნაშრომი.
შევქმენით GOOG ფორმები.
მოვისმინეთ პრეზენტაციები ტრენინგის მონაწილეების:
ლელა ღვანია: "პიროვნება და საზოგადოება". პრეზენტატორმა გარკვევით და
დამაჯერებლად წარმიადგინა დასმული პრობლემა და მისი გადაჭრის ფო
რმები. მის გამოსვლაში იგრძნობოდა მომავლის რწმენა და შემართება
სასახელო თაობის აღზრდისათვის.
ნინო ჩიჩუა: "რა არის ბედნიერება" პრეზენტატორმა საოცარი სისხარტით დასვა
პრობლემური კითხვა და მასზე აგებული პრეზენტაცია საინტერესოდ
წარმოაჩინა.დაიმსახურა დამსწრეთა ტაში და აღფრთოვანება.
თამუნა ნადირაშვილი : "ბრენდი"-მსმენელმა მოისმინა საინტერესო
პრეზენტაცია,რომელშიც ნათლად იყო დასმული თანამედროვე თაობის
შეხედულებები და პრობლემები ბრენდის ირგვლივ.
ნანა ფარტენაძე : "როგორ დავზოგოთ ელექტრონული ენერგია " -პრეზენტაციამ
დიდი ინტერესი გამოიწვია და გადაწყვიტეს საკუთარ მაგალითზე
ჩაატარონ აღნიშნული გამოთვლები ოჯახში.
ლია ფხალაძე :"სივრცული სხეულების გამოყენება" -პრეზენტაციამ საოცარი სიცხადით
დაგვანახა პრაქტიკაში როგორ არსებობს თავისთავად მათემატიკა.
ნატა ქავზინაძე: "ტრეფიკინგი " - პრეზენტაციამ ჩაიარა სასიამოვნო ნოტაზე...........
მაია ილურიძე : "საზოგადოება და ადათ - წესები " -პრეზენტატორმა მიმოიხილა ადათ
_წესები და განიხილა თანამედროვე საზოგადოებაში რამდენად არის
აქტიური ადათ _წესები და რამდენად ინტერესდებიან მოსწავლეები
ამით.
No comments:
Post a Comment